LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი შეხვედრაზე მივიდა [ფოტო]

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მასთან შესახვედრად დილიდან იკრიბებიან, სააკაშვილიც ჩავიდა.

მხარდამჭერები მას ოვაციებით შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც. ისინი შეხვედრაზე არ შეუშვეს და ზოგიერთის წინააღმდეგ წიწაკის სპრეიც გამოიყენეს.

ფოტო: ნიკა ნარსია