ლიეჟში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებაა დაგეგმილი, ინციდენტი მოხდა.
ადგილზე მისული ჟურნალისტების და რიგითი ადამიანების ნაწილს მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მათ წინააღმდეგ, წიწაკის სპრეი გაუშვეს. ზოგიერთ მათგანს სპრეი თვალებში შეასხეს.
მათ შორის ვინც დარბაზში არ შეუშვეს, არის შალვა რამიშვილი და რობერტო მავანი. უცნობია არიან თუ არა ისინი დაშავებულებს შორის.
https://www.facebook.com/1stchannel/videos/1869210313206512/
