LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხილიანზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია

ხილიანზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები ამ დროისთვის ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა განაცხადეს, რომ  ამ ეტაპზე ძირითადი საფრთხეები მოხსნილია და არ არსებობს ხელახალი აალების ან სხვა სახლებზე გადასვლის საშიშროება. ადგილზე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით კი, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ტერიტორიაზე ასევე იმყოფება საბურთალოს რაიონის გამგებელი, რომლის განცხადებითაც, საჭიროების შემთხვევაში გამგეობა დაზარალებულებს შესაბამის დახმარებას გაუწევს.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.