LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მწვერვალ შხარასთან დაშავებული მოზარდი მაშველებმა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს

17 წლის მოზარდი მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.