LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპას ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში (ფოტო)

მადამ ტიუსოს მუზეუმს დუა ლიპას ცვილის ფიგურა შეემატა. ექსპონატის პრეზენტაციას თავად ინგლისელი შემსრულებელი დაესწრო.

ფოტოებზე, რომლებიც ,,ინსტაგრამზე” 23 წლის მომღერალმა გამოაქვეყნა ჩანს, რომ ფიგურა იმ იმიჯით შექმნეს, რომლითაც ახალგაზრდა მუსიკოსი 2017 წელს ,,გლასტონბერზე” წარდგა.

შეგახსენებთ, რომ დუა ლიპამ ცოტა ხნის წინ, პირველ სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ის 61-ე ,,გრემიზე” ”საუკეთესო ახალ შემსრულებლად” დასახელდა და ჯილდო ასევე ,,საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერისთვის” მიიღო.