ჯენიფერ ლოპესმა და ალექს როდრიგესმა პირველი ერთობლივი შენაძენი გააკეთეს. გაირკვა, რომ ვარსკვლავურმა წყვილმა მალიბუს სანაპიროზე ოკეანესთან ახლოს მდებარე სახლი იყიდეს.
ინსაიდერის ინფორმაციით, 49 წლის შემსრულებელსა და 43 წლის ყოფილ ბეისბოლისტს, ახალი საცხოვრებელი 6,6 მილიონი დოლარი დაუჯდათ. საინტერესოა, რომ ვილის თავდაპირველი ფასი, ორი წლის წინ, თითქმის ოთხი მილიონით მეტი იყო.
გთავაზობთ ფოტოებს ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ახალი სახლიდან:























