ცნობილია, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ეტიკეტით, სამეფო ტახტის მემკვიდრეს, პრინც უილიამს საკუთარი გრძნობების აფიშირება საჯაროდ ეკრძალება. ამდენად, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის რომანტიკული ფოტოების ხილვა დიდი იშვიათობაა. მედიამ მაინც მოძებნა თბილი ფოტოები წყვილის ერთობლივი გამოსვლებიდან, რომელიც ადასტურებს, რომ მონარქებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან.










