LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენით ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე თევზების, მთვარე კი, მებრძოლი და უშიშარი მორიელის ნიშანშია, ამიტომ დღევანდელ დღეს სწორედ ზოდიაქოს ამ ნიშნების ხასიათის თავისებურებები იქნება პრიორიტეტული.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და სულიერი განვითარებისთვის, მცირე შვებულების მოსაწყობად და თავისუფალი დროის შვილებთან ერთად გასატარებლად, კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და დიეტის დასაწყებად, ავტომობილის და ანტიკვარული ნივთების ყიდვისა და გაყიდვისთვის. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – მაღალია ტრავმების ალბათობა, ამიტომ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილით მგზავრობისას. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიანი კერძების მირთმევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, იასპი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სიზმარს, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს, ტყუპებს და მშვილდოსანს.