LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თალაკვაძე: არ ვიცოდი, თუ ლექსების წერა სამარცხვინო იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში თავისი ლექსების შესახებ ილაპარაკა.

“არამგონია საზოგადოება ჩემგან პოეზიას ელოდოს, რაც დღეს ვნახეთ, ორი დღის განამვლობაში, ეს არის საოცარი ჟრიამული ჩემი 15 წლის წინ დაწერილ წიგნზე. ბევრი წერდა ლექსებს. 8 წელზე მეტია განთავსებულია ლიტერატურულ პორტალზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაშიცაა ეს წიგნი დაცული, ამიტომ ვინც ეძებდა, იმ ხალხს მინდა ვუთხრა – წიგნები იძებნება უპირველესად ბიბლიოთეკაში, სხვაგან ეძებდნენ, როგორც ვნახე.

რაც შეეხება პოეზიას, მართლა არ ვიცოდი, თუ ლექსებისა და მოთხრობების წერა ან წერა-კითხვა ამ ქვეყანაში აკრძალულ და სამარცხვინო იყო და ეს ორი დღე, სამწუხაროდ, ეს აჟიოტაჟი ჩვენ ვნახეთ,” – თქვა თალაკვაძემ.

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად მსჯელობენ უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ლექსებზე.