LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელას გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2018 წელს წითელას გავრცელების დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. დაავადების გავრცელების კოეფიციენტით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იანვარში გამოქვეყნებულ სტატისტიკაში საქართველო მე-5 პოზიციას იკავებდა.

საქართველოს მხოლოდ უკრაინა და სერბეთი უსწრებენ.

როგორც დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში წითელათი ინფიცირების 2065 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უფრო მეტია, ვიდრე გასული წლის მთლიანი მონაცემი. „წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება, თუმცა ზრდის მნიშვნელოვანი დინამიკა არ გვაქვს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.