52 წლის მსახიობი ლუკ პერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სერიალ „ბევერლი ჰილზი 90210“-ის ვარსკვლავი ინსულტის დიაგნოზით ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა. ეს ინციდენტი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც Fox-მა გაავრცელა ინფორმაცია „ბევერლი ჰილზი 90210“-ის გადაღებების დაწყების შესახებ. აქამდე ცნობილი იყო, რომ თავად ლუკ პერიმ სერიალში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამჯერად ის ცნობილ მისტიკურ სერიალზე „რივერდეილზე“ მუშაობს.
აქვე ლუკ პერიმ მონაწილეობა მიიღო ქეუნტინ ტარანტინოს ახალ ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“, რომელიც ეკრანებზე ზაფხულში გამოდის.




