LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუი ტომლინსონი ახალ სინგლს გამოუშვებს (ფოტო)

One Direction-ის ექს-წევრმა, ლუი ტომლინსონმა ახალი სიმღერის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Two of Us – ასე ჰქვია სინგლს, რომელიც დღის სინათლეს 7 მარტს იხილავს.

ცნობილია, რომ სიახლე, ინგლისელი შემსრულებლის სადებიუტო სტუდიურ ალბომში შევა, რომლის სახელწოდება და რელიზის თარიღი ამ დრომდე უცნობია.

 

View this post on Instagram

 

#TwoOfUs // 7th March. Link in bio.

A post shared by Louis Tomlinson (@louist91) on

შეგახსენებთ, რომ დისკიდან უკვე გამოქვეყნდა: Back to You – კოლაბორაცია ბიბი რექსასთან და Digital Farm Animals-თან, საიმიჯო სინგლი Just Like You და Miss You, რომელიც 27 წლის მომღერალმა 2017 წლის 1 დეკემბერს გამოუშვა.