თურქეთის ფლაგმანი ავიაკომპანია Turkish Airlines დღეიდან გაყიდვების ფესტივალს იწყებს. 1-დან 15 მარტამდე ბილეთების შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლება მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკის, ჩინეთის, იაპონიის, კუბის, აფრიკის და სხვა მიმართულებებზე.
აქციაში ჩართულია TURKISH AIRLINES –ის თითქმის ყველა შორეული მიმართულება, მათ შორის: სეიშელის, მავრიკის, მალდივის კუნძულები, ფილიპინები, ვიეტნამი და ა.შ.
აქციის პირობებით, ფრენა შესაძლებელია 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 28 თებერვლამდე.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს –www.turkishairlines.com
