LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი „მალბერის“ ულამაზეს ცისფერ პალტოში (ფოტო)

ირლანდიაში ვიზიტით მყოფი პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საქველმოქმედო ორგანიზაცია Cinemagic-ს ესტუმრნენ. ორგანიზაციაში ბავშვებთან შეხვედრამდე ქეითი ქუჩაში მის დასახვედრად შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღო, მოგვიანებით კი, ცენტრში გადაინაცვლა.

ქეითი ბრწყინავდა „ჯენი პეკჰამის“ ლურჯი ფერის კაბასა და „მალბერის“ ულამაზეს ცისფერ პალტოში, რომელიც ლურჯ ფეხსაცმელთან და კლატჩთან ჰქონდა შეხამებული.