LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრა ბალოკის სიმბოლური ვიზიტი ლუიზიანაში – მსახიობი შვილებთან და ბოიფრენდთან ერთად გამოჩნდა (ფოტო)

პირველად, დიდი ხნის შემდეგ, სანდრა ბალოკი ლუიზიანას შტატში დააფიქსირეს. გაირკვა, რომ 54 წლის მსახიობმა, რომელიც პაპარაცების ობიექტივში შვილებთან და ბოიფრენდთან, ბრაიან რენდალთან ერთად მოხვდა, ,,მარდი-გრა” აღნიშნა.

საინტერესოა, რომ ამერიკელი ვარსკვლავის ვიზიტი ახალ ორლეანში სიმბოლურია, რადგან ,,ოსკაროსანმა” ლამაზმანმა 9 წლის ვაჟი, ლუი და 5 წლის ქალიშვილი, ლაილა სწორედ ლუიზიანადან იშვილა.

შეგახსენებთ, რომ სანდრა ბალოკისა და ბრაიან რენდალის რომანი სტარტს 2015 წლიდან იღებს.