LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამაზ ზოიძემ რუსი მეტოქე დაამარცხა და ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე 23 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე რამაზ ზოიძემ (72 კგ) დღეს ფინალური შეხვედრა რუსეთის წარმომადგენელ მაგომედ იარბილოვს 7-1 მოუგო და ზედიზედ მესამედ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ქართველი ფალავანი კარიერაში მეხუთედ ასაკობრივი ევრო პირველობის გამარჯვებული გახდა.