6 მარტს 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობის თამარ მეფის დარბაზი ახალგაზრდა მხატვრის, სალომე ჩადუნელის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული ნამუშევრები საერთო თემატიკის ირგვლივ გაერთიანდა და გამოფენის სახელწოდებაში ,,ემოციები“ აისახა.
ადამიანური ემოციები და ინსტინქტები, ათასნაირი ფაქტით დატვირთული ცხოვრება და შედეგები – ცხოვრებისეული კადრების მიმართ ემოციური, გარეგნული გამოხატულება, სალომე ჩადუნელის პროექტს ,,ემოციები“ წარმოადგენს, რომელზეც მხატვარი 5 წლის მანძილზე მუშაობდა.

