LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები პარლამენტთან აქციას მართავენ

კომპანია “საქართველოს” დაზარალებული მეანაბრეები საქართველოს პარლამენტთან აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებას სპეციალური კომისიის შექმანს სთხოვენ, რათა მათ კუთვნილი კომპენსაციები მიიღონ.

“უსამართლობას ვაპროტესტებთ. რასაც ახლა დავობს ხაზარაძე, პირველი სისტემის მსხვეპლი ჩვენ ვიყავით 2300 დაზარალებული ქართული ოჯახი. იმიტომ რომ პროკურატურამ, ფინანსურმა პოლიციამ, ეროვნულმა ბანკმა არ შეასრულა თავის მოვალეობა. როცა ეს მთავრობა სამართლიანობის პრინციპით მოვიდა, უნდა დაეხურა ეს კომპანია, სანამ 400 მეანაბრე იყო. აღმასრულებელ მთავრობაში იყო კომისია შექმნილი და ბახტაძემ განაცხადა, რომ ეს ჩვენი პრეროგატივა არ არისო და ვერ განვიხილავთ ამ საკითხებსო. თუ მთავრობა არ ჩაერია, ჩვენი პრობლემა ვერ მოგვარდება,” – ამბობს ერთ -ერთი დაზარალებული ლიკა ლომთათიძე რადიო “ფორტუნასთან.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშივლი პარლამენტში პრეზიდენტის რანგში დღეს პირველად წარდგება. მის გამოსვლას დღეს აღმსარულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და თბილისის მერი კახა კალაძე ესწრება.