წელს ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის „ოსკარი“ 48 წლის ამერიკელ მსახიობს რეჯინა ქინგს გადაეცა ფილმისთვის „ბილ-სტრიტს რომ საუბარი შეეძლოს“. „ემისა“ და „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულმა ამერიკის კინოკადემიის უმაღლესი ჯილდო პირველივე ცდაზე მიიღო და წლის უძლიერესი კონკურენტები დაჩრდილა. რეჯინა განსაკუთრებულად პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო სერიალებში „მიტოვებულები“ და „ამერიკული კრიმინალური ისტორია“.
48 წლის მსახიობი ამჯერად გამოცემა Vanity Fair-ის გმირი გახდა. მან ფოტოგრაფებთან ბევერლი-ჰილზში მდებარე სახლის ეზოდან იპიზიორა. ახალ ფოტოებში მკითხველი რეჯინას შავ, თეთრ და ჭრელ კაბებში იხილავს. ჟურნალის გარეკანს კი „ოსკაროსანი“ მსახიობი მწვანე კაბით დაამშვენებს.





