LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის სვირინგებზე  მორგებული „ვერსაჩეს“ კაბა (ფოტო)

11 მარტს ლოს-ანჯელესში ტიმ ბარტონის ახალი ფილმის „დუმბოს“ პრემიერა შედგა, რომელსაც საპატიო სტუმრის ამპლუაში ანჯელინა ჯოლი დაესწრო. 43 წლის ლამაზმანი პრემიერაზე შვილებთან, 14 წლის ზაჰარასთან, 12 წლის შაილოსთან, 10 წლის ტყუპებთან, ვივიენთან და ნოქსთან ერთად მივიდა.

პრემიერაზე ანჯელინა ბრწყინავდა „ვერსაჩეს“ დეკოლტირებულ საღამოს კაბაში. ასიმეტრიულად აჭრილი კაბა კარგად აჩენდა ანჯელინას ტატუირებულ სხეულს. პრემიერას ასევე ევა გრინი, ჰელენ მირენი, დემი დევიტო და სხვა ვარსკვლავები ესწრებოდნენ.