LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადატანისას გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

ერთ-ერთი გიგანტური ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, გზაში გაიჭედა.  გამოცემა ბათუმელები წერს, რომ გიგანტური ხე სოფელ ზენითიდან გადააქვთ. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა. გადაკეტილი იყო ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა გადაკეტილი.

ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.

სოფელ ზენითიდან დენდროლოგიური პარკისთვის სულ სამი ხის გადატანაა დაგეგმილი.

 

გურამ მურვანიძის ფოტო