LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთში მიმდინარე ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო]

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში მიმდინარე ძიუდოს „გრანდ სლემზე“ ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. იგი ფინალში დაძაბულ ბრძოლაში,დამატებით დროში,ჰოლანდიელ ვან ტ. ენდთან დამარცხდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=11&v=HYmvuKXr1DM

ქართველმა ძიუდოისტმა ჯერ რუსი კოსტოევი დაამარცხა, შემდეგ თურქ სპორტსმენს სძლია.

საქართველოს ნაკრებმა ეკატერინბურგის „გრანდ სლემზე“, საერთო ჯამში ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. მეასმე ადგილის მფლობელები ლუკა მაისურაძე და ბაგრატ ნინიაშვილი გახდნენ.