17 და 18 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში თოვა და ქარბუქი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი იქნება აღმოსავლეთ საქართველოშიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა დაფიქსირდეს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება, ზოგან მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.
