თბილისში ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულები და სხვენი – ჯამში 150 კვ.მ.
ასევე, ერთერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობა და ნაწილობრივ “ჟიგულის” მარკის ავტომანქანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება ახლომდებარე საცხოვრებელ სახლებზე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად სწრაფად მოხდა ხანძრის ლოკალიზება.
ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

