LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წლამდე საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ ექვს ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა

ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტთან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა აქციას ეხმაურება. დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ  ერთობლივად საცხოვრებელი ფართით ყველა დევნილი მოქალაქის დაკმაყოფილება შეუძლებელია, თუმცა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულების ტემპები საკმაოდ გაზრდილია და 2020 წლამდე ახალი საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ ექვს ათას დევნილ ოჯახს გადაეცემა.

„დღეისათვის 90 ათასზე მეტი დევნილი გვყავს და სამწუხაროდ, მხოლოდ 41 500-მდე არის დაკმაყოფილებული გრძელვადიანი განსახლებით. 27 ათასი ოჯახია, ვისაც მომართული აქვს და ჯერ არ არის დაკმაყოფილებული. ეს ძალიან დიდი ციფრია და მათი დაკმაყოფილება ერთიანად შეუძლებელია, მაგრამ სამინისტროს დაფინანსება და ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და 2018 წელს თითქმის გაორმაგდა წინა წლებთან შედარებით. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვნად გაზრდილია და ჯამში ექვსი ათას ოჯახს მიეცემა ახალი საცხოვრებელი ფართი,” – განაცხადა მურად აბლოთიამ.

შეგახსენებთ, აფხაზეთიდან დევნილები დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე შეიკრიბნენ და ბინებით დაკამყოფილება მოითხოვეს.