„ეს იყო კერძო ვიზიტი ადამიანის რომელიც დიდ პატივს სცემს სამეგრელოს და ადამიანი რომელიც სამეგრელოსთვის ბევრ კარგს გააკეთებს მომავალში“-ასე უპასუხა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა სამეგრელოში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტები იმას, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
გიორგი გახარია სამეგრელოს რეგიონში საქართველოს პირველი პრეზიდენტის – ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად იმყოფება.
29 მარტს, ქართულო ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს სოფელ ხიბულაში, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მან თქვა, რომ ბიუჯეტში თანხის არარსებობის შემთხვევაში ამ საკითხს საკუთარი ხარჯებით მოაგვარებს.
ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს.
მაისში ზუგდიდის მერის არჩევნებია.
https://www.facebook.com/BidzinaIvanishviliMedia/videos/250534352568717/
