LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უკავშირებთ ივანიშვილის სიკეთეებს არჩევნებს? ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა – კალაძე

„ბიძინა ივანიშვილის  გაკეთებულ სიკეთეებს რატომ უკავშირებთ არჩევნებს? საერთოდ არ იყო ეს ადამიანი პოლიტიკაში, ქველმოქმედებით იყო დაკავებული”- ამის შესახებ თბილისის მერმა ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტის და გაცემულ დაპირებებზე კომენტირებისას განაცხადა. კახა კალაძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სამეგრელოს რეგიონში გააქტიურებას წინასაარჩევნო კამპანიას არ უკავშირებს.

„ბიძინა ივანიშვილის  გაკეთებულ სიკეთეებს რატომ უკავშირებთ არჩევნებს? საერთოდ არ იყო ეს ადამიანი პოლიტიკაში, ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ოფიციალურად თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ მასალა სამი მილიარდის ქველმოქმედება აქვს გაკეთებული, რომელიც არის დამტკიცებულია აუდიტით და ყოველთვის სიკეთეს აკეთებდა და აგრძელებს სიკეთის კეთებას და მე მგონი არასწორი იქნება დავუკავშიროთ არჩევნებს,“-განაცხადა კახა კალაძემ. 

29 მარტს, ქართულო ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოს სოფელ ხიბულაში, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა, მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. მან თქვა, რომ ბიუჯეტში თანხის არარსებობის შემთხვევაში ამ საკითხს საკუთარი ხარჯებით მოაგვარებს.

ივანიშვილმა მოსახლეობას უთხრა, რომ საკუთარი ბიუჯეტიდან დააფინანსებს გამსახურდიას სახლ-მუზეუმის მშენებლობას, სოფელში გაზის და წყლის გაყვანას, ააშენებს ბაღს და დააგებს გზებს.

https://www.facebook.com/BidzinaIvanishviliMedia/videos/250534352568717/