კოლუმბიელმა ულტრასებმა სტადიონზე კუბო მიიტანეს, რომელშიც მათი გარდაცვლილი მეგობარი ესვენა.
“კუკუტა დეპორტივოს” გუშლემატკივრები სტადიონზე უჩვეულო ტვირთით გამოცხადდნენ. მათ ტრიბუნებზე მეგობრის, 17 წლის კრისტოფერ ჯეიკომის სხეული მიიტანეს, რომელიც კუბოში ესვენა. თინეიჯერი მატჩამდე ერთი დღით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ მეგობრებმა მიიჩნიეს, რომ შეხვედრაზე დასწრება სიკვდილის შემდეგაც ენდომებოდა. აღსანიშნავია, რომ კოლუმბიელ ულტრასებს გარდაცვლილის კუბო მისი ოჯახის წევრებმა გადასცეს.


მსგავსი ინციდენტი ცოტა ხნის წინ არგენტინაშიც მოხდა. “რასინგის” გულშემატკივარმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობა გარდაცვლილი ბაბუის თავის ქალასთან ერთად იზეიმა.
