მადლობა თავისუფლებისთვის! – ასე ჰქვია საქართველოს მთავრობის “ფეისბუქ კამპანიას”, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილის გმირების შესახებ რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნდა.
ეს გახლავთ ერთ-ერთი ვიდეო, რომლის მოკლე აღწერაშიც ვკითხულობთ – “ქვეყნის ისტორიაში არის წამი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ამ წამმა ჩვენი მომავლის ისტორია დაწერა. 30 წელია ჩვენი რეალობა ჩვენს თავისუფლებაზე დგას. ვირჩევთ პროფესიებს, ცხოვრების თანამგზავრებს, გასავლელ გზას, რამ გაგვიტაცოს და ჩვენი იდენტობა ამ 30-წლიან თავისუფლებაში ცხოვრობს. ვფიცავთ, არ დავივიწყოთ წამი, როცა ეს თავისუფლება გვერგო, როცა ეს თავისუფლება ჩვენთვის მოიპოვეს.”
