LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 აპრილს ვალერიან შიუკაშვილი კონცერტს ქუთაისში გამართავს

19 აპრილს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში ხელოვანთა კავშირი კონცეპტArt  ცხრა საერთაშორისო გრანპრის მფლობელი ქართველი პიანისტის, ვალერიან შიუკაშვილის სოლოკონცერტზე გიწვევთ.

პროექტის ფარგლებში, რომელიც ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება, პიანისტის ახალი ალბომის „Pregnancy Music“ პრეზენტაციაც არის დაგეგმილი.

კონცერტზე შესრულდება ბახის, შუბერტის, ჰენდელის, მოცარტის, შუმანის, შოპენისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები.

დასაწყისი: 19:00 სთ.

პროექტის მასპინძელი – სასტუმრო „ბაგრატი“.

საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2, საინფორმაციო პორტალი AT.GE, ჰოლდინგი „ფორტუნა“, ამბები.ჯი, მედია პალიტრა, საინფორმაციო ცენტრი 118-08.

ხელოვანთა კავშირის გენერალური პარტნიორები – „სინერჯი“  და კომპანია „ჯორჯიან ეირვეისი“.