LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მამაკაც ძიძას ეძებენ

გამოცემა „დეილი მირორი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ძიძის აქტიური ძიების პროცესში არიან. მათ უკვე შეადგინეს კრიტერიუმები, რომელსაც სამეფო ტახტის ერთ-ერთი მემკიდრის აღმზრდელი უნდა აკმაყოფილებდეს. ცნობილი ხდება, რომ მეგან მარკლი კიდევ ერთხელ დაარღვევს სამეფო ოჯახის ტრადიციას. მისი გადაწყვეტილებით, ძიძა არ იქნება  ნორდლანდის კოლეჯის კურსამთავრებული, როგორც ამას სამეფო ოჯახი ითხოვს, არამედ იქნება რიგითი ამერიკელი.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად მეგან მარკლის მოსაზრებას ასახელებენ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძიძა ოჯახის წევრია და არა მსახური. აქვე ცნობილი ხდება, რომ მეგანი აქტიურად ფიქრობს მამაკაცი ძიძის კანდიდატურაზე.