მელანია ტრამპის ყოველი ახალი გამოჩენა მოდის ნამდვილი დღესასწაულია. ამჯერად ამერიკის პირველი ლედი მეუღლესთან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად თეთრი სახლის ტერიტორიაზე გამოჩნდა.
48 წლის მელანიამ არჩევანი „ალესანდრა რიჩის“ თეთრ და ყავისფერკოპლებიან კაბაზე გააკეთა, რომელიც თეთრ პლაშჩთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს ტრამპმა ყავისფერი ფეხსაცმელი და ამავე ფერის ქამარი შეუხამა. კაბის ღირებულება 2300 ამერიკული დოლარია.





