LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ყურადღებით ადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს, დააკვირდით წვრილმანებს და მოემზადეთ სიურპრიზებისთვის, რადგან არაა გამორიცხული მოულოდნელად მოგიწოთ გეგმების შეცვლა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, კულტურული და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სამშენებლო, სარემონტო სამუშაების დასაწყებად და ბინის შესაცვლელად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. თავი შეიკავეთ ტკბილი და მარილიანი, ცხარე, შებოლილი საკვების და კონსერვების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი და ცისფერი, წითელი, ვარდისფერი და ვერცხლისფერი, ასევე საფირონი, აქვამარინი და ციტრინი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ლომსა და სასწორს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ თხის რქა და თევზები.