LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია პლასტმასის ბოთლების სოფელი (ფოტოები)

მსოფლიოში სულ უფროდაუფრო აქტუალური ხდება კამპანიები, აქციები და კონკრეტული პროექტები, რათა ეკოლოგიური კატასტროფები შეჩერდეს და გარემოზე მათი გავლენა მაქსიმალურად შემცირდეს. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, ვინმეს თუ ეკომეგობრული იდეა მოუვა თავში აზრად, მაშინვე მხარდაჭერას მოიპოვებს.

კანადელი მწარმოებელი რობერტ ბეზეო ძალიან შეაწუხა ყოველ ნაბიჯზე რომ პლასტმასის ბოთლები ხვდებოდა  და გადაწყვიტა, მათი ხელახლა გამოყენების რაიმე გზა მოეძებნა.

ის საცხოვრებლად პანამაში, ბოკას დელ ტოროში გადავიდა და პლასტმასის ბოთლების სოფლის აშენება დაიწყო. ამით ერთი მხრივ, ბოთლებს დანიშნულება მოუძებნა და თან გარემო დაბინძურებისგან დაიცვა.

რობერტი ამბობს, რომ ბოთლების ხელახლა გამოყენება მრავალი კუთხით შეგვიძლია, მათ შორის: სახლების, ცხოველების ფერმებისა და აუზების მშენებლობისთვის.

ნებისმიერს შეუძლია ამ კუნძულზე მიწა იყიდოს და სახლი ააშენოს. ამაში კი კონსულტაციებს ადგილზე გაგიწევენ და არქიტექტორებიც დაგეხმარებიან.

ცნობილია, რომ 100 კვ. მეტრი ბინის ასაშენებლად 14 ათასი პლასტმასის ბოთლია საჭირო. ასეთი სახლები, როგორც აღმოჩნდა, ტემპერატურას კარგად ინარჩუნებს და კონდიციონერი საჭირო აღარ არის.

კუნძულს ყოველწლიურად 100 ათასი ვიზიტორი ჰყავს, რომლებიც ადგილზე საშაულოდ 5 დღეს რჩებიან. ანუ თითოეულმა რომ დღეში თუნდაც ორი ბოთლი სასმელი აიღოს, წელიწადში მილიონი პლასტმასის ბოთლი დარჩება კუნძულზე.

თუ პლასტმასის ბოთლების სოფელში იმოგზაურებთ, პლასტმასის კოშკსაც დაათვალიერებთ, რომლის მშენებლობასაც დაახლოებით 2 წელი დასჭირდა.