LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათელაშვილი: ღმერთმა არ გამოულიოს რუსეთს თარხან-მოურავის მსგავსი მოკავშირეები

“წამოვიდა მოსკოვიდან მილიონები თანამედროვე ორჯონიკიძეებზე”,-ასე ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პატრიოტთა ალიანსის ყრილობას, რომელიც სპორტის სასახლეში დღეს გაიმართა.

“ღმერთმა არ გამოულიოს რუსეთს თარხან-მოურავის მსგავსი მოკავშირეები. მე მრცხვენია იმ ათლარიანი, გონება დაბნელებული არსებების მაგივრად, ვინც მათ დასტვენებზე დაიარება აქეთ-იქით” – წერს შალვა ნათელაშვილი

შეგახსენებთ, ყრილობაზე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობის მოთხოვნით აქციები გაიმართება. 

“პატრიოტთა ალიანსი” ყოველდღიურ აქციებს აანონსებს

ალიანსის ლიდერების განცხადებით,საქართველო უნდა შეუერთდეს სამხედრო მიუმხრობლობის მოძრაობას