ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი საერთო მეგობრისა და მხატვრის, ჯოელ მესლერის სახლიდან გამოსვლისას დააფიქსირეს.

ქსელში გავრცელებული ფოტოებზე ჰოლივუდის ლამაზმანის საქმრო ხელში საკმაოდ უცნაური ნახატით ჩანს.


გაირკვა, რომ 28 წლის მსახიობსა და მის ხელოვნებით გატაცებულ 33 წლის რჩეულს, მესლერმა პორტრეტი უსახსოვრა. მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარზე ასახული წყვილი მომავალი მეუღლეებისგან რადიკალურად განსხვავდება, ლოურენსმა და მარონიმ ,,შედევრს” ადგილი უკვე მიუჩინეს და ინსაიდერის ინფორმაციით, საძინებელში დაკიდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯენიფერ ლოურენსი და კუკ მარონი ერთმანეთს 2018 წლის მაისიდან ხვდებიან. მათი ნიშნობის შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა.
ჯენიფერ ლოურენსი ბოიფრენდთან ერთად რომანტიკული ვახშამზე გადაიღეს (ფოტო)
ჯენიფერ ლოურენსი თხოვდება – მსახიობი ნიშნობის ბეჭდით გადაიღეს (ფოტო)
