LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარიმ მეგან მარკლის მშობიარობის გამო დაგეგმილი ვიზიტები გააუქმა

8 მაისს პრინც ჰარის მიერ ამსტერდამში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გადაიდო. ამის მიზეზი კი მეგან მარკილის სამშობიაროში გადაყვანა გახდა.ზოგიერთი გამოცემა იმასაც წერს, რომ მარკლიმ უკვე იმშობიარა. ბევრი კი მიიჩნევს, რომ მშობიარობის დრო მოახლოვდა და ჰარი მაქსიმალურად ცდილობს, მეგანის გვერდით იყოს.

ცნობილია, რომ ჰარი ამსტერდამში ინკლუზიური თამაშების გახსნას მაინც დაესწრება. ის 9 მაისს ჩაფრინდება ღონისძიებაზე და ამავე დღეს უკან დაბრუნდება.