ხონელობის სახალხო დღესასწაული აღინიშნა დღეს ხონში. ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიებები მიმდინარეობს.
სახალხო დღესასწაულს ესწრება პრემიერმინისტრი. მამუკა ბახტაძე ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მთავრობას ხონში დაგეგმილი აქვს ბევრი პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების სფეროში.
„ჩემთვის ყოველი ჩამსვლა ხონში არის ძალიან ემოციური, რადგან მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩვენი ფესვებით. ხონი ეს არის უნიკალური კუთხე ჩვენი სამშობლოსთვის. ეს არის ულამაზესი კუთხე, რომელმაც ძალიან ბევრი საიდმლო და ფასეულობა შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს.
ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩა ჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში. წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და ავაშენებთ ყველაზე მაგარ, თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იმერეთი ჩემი კუთხეა. ხონში, ამ სახლში საუკეთესო წლები მაქვს გატარებული და ბავშვობის ბევრი სასიამოვნო მოგონება სწორედ ამ ეზოს, ამ სახლს უკავშირდება, რომელიც 150 წლის არის.
ეს სწორედ ის სახლია, სადაც ყველასათვის საყვარელი ფილმი, “იმერული ესკიზებია” გადაღებული. ჩემი ბავშვობაც ამ ფილმივით ტკბილი და მოუსვენარი იყო.
დაწერა პრემიერმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაახლოებით ერთი წლის წინ.

