LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს საგზაო უსაფრთხოების კვირეული იწყება: რა იქნება თბილისში

6-12 მაისს, გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომლის გზავნილია გაუფრთხილდი სიცოცხლეს #ხმააიმაღლე, ხოლო მთავარი თემაა ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, რაც გულისხმობს გზებზე მსხვერპლის შემცირებას როგორც გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ლიდერობით, ასევე საზოგადოების გააქტიურებით.

8 მაისს “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგი” თსუ-სა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს, სადაც ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოს გზებზე არსებულ ვითარებაზე, საფრთხესა და მისი თავიდან აცილების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ.

შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის მიმდებარედ არსებულ შუქნიშნებთან სტუდენტები მძღოლების ცნობიერების ასამაღლებელ აქციას გამართავენ და ზებრა გადასასვლელზე სლოგანებიანი ტრანსპარანტებით მოუწოდებენ საგზაო წესების დაცვისკენ.