LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მეტად ორგანიზებული და დისციპლინირებული, ერთგული და სტაბილური კუროს, მთვარე კი, აქტიური და ენერგიული, კონტაქტური და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 21 მაისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ადამიანებში შეუპოვრობას და პრაგმატულად მოქმედების უნარს, კონსერვატულობას და ტრადიებისადმი მიდრეკილებას, მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვას და ყაირათიანობას გააძლიერებს, თუმცა, ბევრში კუროსთვის დამახასიათებელი სიზარმაცე და სიჯიუტეც გაიღვიძებს.

დღეს მაქსიმალურად უნდა აკონტროლოთ ბიუჯეტი და გაუფრთხილდეთ ძვირფას ნივთებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი მაწვნით და წიწიბურათი, ზღვის პროდუქტით და მწვანე ჩაით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – ნარინჯისფერი, იასამნისფერი და კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ტოპაზი, საფირონი და წითელი იასპი, ციტრინი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, ნაკლებად სასიკეთო დღე ელით კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.