,,შავ პანტერად” წოდებულმა ნაომი კემპბელმა ფერი იცვალა.
საქმე ისაა, რომ ბრიტანელი სუპერმოდელი Met Gala-ზე ვარდისფერი ლუქით მივიდა, რითაც საზოგადოებაში ახალი სახელი დაიმკვიდრა.
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის წინ გაშლილ ვარდისფერ ხალიჩაზე 48 წლის ვარსკვლავი ,,ვალენტინოს” ულამაზესი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა, რის გამოც მას დამსახურებულად ,,ვარდისფერი პანტერა” უწოდეს.


შეგახსენებთ, რომ წლევანდელი Met Gala-ს თემა ჰომოსექსუალური სუბკულტურისა და ესთეტიკის სინთეზით შთაგონებული ,,კემპი: შენიშვნები მოდის შესახებ” იყო, რაც სიუზენ ზონტაგის 1964 წლის ესეს, ,,შენიშვნები ,,კემპის” შესახებ” დაეფუძნა.
ენრიკე იგლესიასის ტყუპი დების დებიუტი Met Gala-ზე (ფოტო)
ქარდი ბის მასიური ლუქი Met Gala-ზე (ფოტო)
ჯარედ ლეტო Met Gala-ზე საკუთარი თავის ფიტულით მივიდა (ფოტო)
