გადაცემას „რადიო დუეტი” ჯგუფის „ნონსტოპი” წევრი სანდრო სახამბერიძე და პროდიუსერი კახი მამულაშვილი (მამულიჩა) სტუმრობდნენ, გადაცემის ფარგლებში ჯგუფის რიგით პირველი საკუთარი სიმღერის პრემიერა გაიმართა, რომელაც „ერთი შანსი” ქვია.
მოგვიყევი ჯგუფ „ნონსტოპზე”?
სანდრო :
მე ჩავუყარე ამ ბენდს საფუძველი, ექვსი თვეა ერთად ვართ, ვუკრავთ ქავერებს, ასევე ვაკეთებთ ჩვენს საავტორო სიმღერებს და რიგით პირველი საავტორო სიმღერის პრემიერა დღეს შედგება.
მამულიჩა :
არსებობს ჯგუფის როგორც პატარა, ასევე დიდი შემადგენლობა, მთავარი სოლისტია სალომე ჩიტაძე, მაკა ზამბახიძის შვილი, ასევე ვთანამშრომლობთ თავად მაკა ზამბახიძესთან და ლელა წურწუმიასთან.

დღეს გვაქვს სიმღერის პრემიერა, მოგვიყევით ამ სიმღერაზე?
„ერთი შანსი” ასეთია სიმღერის სახელწოდება, „ვინილ საუნდში” ჩავწერეთ, ვალერი სარქისოვია ხმის რეჟისორი, სიმღერის და ტექსტის ავტორია ჩვენი გიტარისტი ზურა კიკნაძე, ასრულებს სანდრო სახამბერიძე, რომელიც იძულების წესით ავამღერეთ, კლიპი ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო. ლელას კონცერტი იყო ბათუმში და კონცერტის პარალელურად ეს კლიპიც გადავიღეთ, ხმის რეჟისორი ლევან ლეკიაშვილია. 10 მაისს ბათუმში გვექნება სიმღერის პეზენტაცია უკვე ცოცხლად, „დუეტ ჯორჯიასთან” ერთად გავმართავთ კონცერტს. იმედი გვაქვს, რომ ხალხს შეუყვარდება, გემოვნებიანი მუსიკაა და მარტივი ტექსტი.
რა გეგმები გაქვთ მომავალში?
საკმაოდ დატვირთული რეჟიმი აქვს ჯგუფს, ყოველდღიურ რეჟიმშია კონცერტები, ზაფხული მთლიანად გაწერილია, ძირითადად აჭარაში. ასვე ვგეგმავთ გასვლებს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი საკუთარი ახალი სიმღერა ჰქონდეს „ნონსტოპს”, იქნება როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისური სიმღერებიც.
წარმატებას გისურვებთ..”
ნონსტოპი – ერთი შანსი
გადაცემის აუდიოჩანაწერი
“ნონსტოპი”. სანდრო სახამბერიძე და კახი მამულაშვილი (მამულიჩა). ვიდეო კოლაჟი
ფოტოები



