LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს

ხაშურში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი სახლში შვილმა აღმოაჩინა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. როგორც შს სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.