LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში ერთ-ერთ ფერმერს 150-მდე სული ძროხა დაეხოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთ ფერმერს ერთბაშად 150-მდე სული ძროხა დაეხოცა. მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ.

ფერმერი აცხადებს, რომ მას სოლიდური ზარალი მიადგა, რადგან საქონელი ბანკიდან გამოტანილი კრედიტით ჰყავდა შეძენილი.