LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დატბორილია სადარბაზოები, სარდაფები და კორპუსის პირველი სართულები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძლიერი წვიმის შედეგად მათთან შესულ ზარებსა და ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაციას აქვეყნებს.  მათი ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-დან თბილისში უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილ დატბორვის ფაქტებზე 90-მდე შეტყობინება შემოვიდა.

„შეტყობინებების უმეტესობა, ძირითადად დიღმის მასივის, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან დაფიქსირდა. ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების ეზოები, სადარბაზოები, სარდაფები და პირველი სართულები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ამ დროისთვის, თბილისის ყველა უბანში ვითარება სტაბილურია“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.