LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიამ მის ბიუსტზე იხუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ერთი წლის წინ კლუბებში სპეცოპერაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს, რაც ს არაერთხელ დაუდასტურებიათ.

“კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ვიცავდით გამოხატვის თავისუფლებას, დავიცავთ. როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, ისე ახლა ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას დავიცავთ”, — აღნიშნა მინისტრმა.

შს მინისტრი გასული წლის 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციისა და გარდაცვალების ორი შემთხვევა ჰქონდათ:

“როგორც კი მსგავსი ეს პოზიტიური, გაუმჯობესებული მდგომარეობა გაუარესდება, ვერავინ ვერასდროს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, არ იქნება დახურული ზონა”, – აცხადებს გახარია.

რაც შეეხება მინისტრის ბიუსტს, დღეს ის პარლამენტის წინ განათავსეს. აქტივისტების თქმით, მას სპეციალური ღილაკი აქვს, რომელზე დაჭერისას გიორგი გახარიასგან ბოდიშს მოისმენთ.