ვაკე – საბურთალოს გზაზე კლდე ჩამოიშალა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ქვები გზის სავალ ნაწილზე ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად გზა უსაფრთხოების მიზნით არის გადაკეტილი. ადგილზე იმყოფება სამაშველო სამსახური და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
