პირველადი ინფორმაციით, იტალიაში ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით ავტობუსში, რომელიც იტალიაში გზიდან გადავარდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა პირველადი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს სხეულის დაზიანება არ მიუღია.
ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს კონსული არკვევს თითოეული მათგანის მდგომარეობას არკვევს.
იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, გზიდან გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სულ მცირე, 15 ადამიანი. „ბიბისის“ ინფორმაციით, ავტობუსში რუსი და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. წინასწარი ცნობით, ავარიის დროს ავტობუსში სულ 60 მგზავრი იყო. იტალიაში რუსეთისა და სომხეთის საელჩოებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ დაშავებულთა შორის მათი მოქალაქეებიც არიან.
წყარო: 1tv
