LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: უკრაინელ მეგობრებს სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნას არ ვურჩევდი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინას არ ურჩევს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რაიმე თანამდებობაზე დანიშნონ.

მისივე თქმით, ის არ შეაფასებს უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ. კობახიძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მისაღები იყო.

„არ შევალ სიღრმეებში. ეს გადაწყვეტილება მისაღები იყო უკრაინის პრეზიდენტის მიერ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მთავარია, რომ ის საქართველოში სულ უფრო და უფრო ნაკლები აქტუალობით სარგებლობს და ამის კიდევ ერთი დასტური იყო ბოლო არჩევნები. ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მიხეილ სააკაშვილს და მის პოლიტიკურ ძალას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს მთავარია, რომ ის საქართველოში უფრო ნაკლები აქტუალობით სარგებლობს და ამის დასტური იყო შუალედური არჩევნები”, — განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნას უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაზე გავლენა ვერ ექნება.

„უკრაინა არის ქვეყანა, რომელიც არის ისტორიულად საქართველოს მეგობარი. შესაბამისად, ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ამან გავლენა არ უნდა იქონიოს, თუმცა მე, ჩვენს უკრაინელ მეგობრებს არავითარ შემთხვევაში არ ვურჩევდი ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. ჩვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ვიცით როგორ დასრულდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება წინა შემთხვევაში, რა იყო ამის შედეგი და შედეგი ახლაც იქნება იგივე, როდესაც საქმე ეხება ავანტიურისტის დანიშვნას რაიმე თანამდებობაზე. ბუნებრივია, შედეგი არის გარდაუვალი, უბრალოდ ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რჩევებით შემოვიფარგლოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა და ფეისბუქზე ვარშავა-კიევის ბილეთის ფოტო გამოაქვეყნა. ის უკრაინაში, ხვალ 29 მაისს ჩავა.

სააკაშვილი: ჩემს ცხელ სუნთქვას ივანიშვილი კეფაზე მუდმივად შეიგრძნობს

სააკაშვილი კიევში დაბრუნებით არ აპირებს, უარი თქვას ქართულ პოლიტიკურ გეგმებზე

როგორც სააკაშვილი ამბობს, უკრაინაში მისი დაბრუნება არ ნიშნავს, რომ საქართველოში გამარჯვებაზე უარს იტყვის.