Little Mix-მა ახალი სინგლის გამოსვლის შესახებ განაცხადა. Bounce Back – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც დღის სინათლეს 14 ივნისს იხილავს.
აღსანიშნავია, რომ ტრეკის ნაწყვეტი 26 მაისს, BBC Radio 1’s Big Weekend-ზე ბრიტანული გოგონათა ჯგუფის პერფორმანსისას გაჟღერდა, რითაც კვარტეტმა თაყვანისმცემლებს სიახლისადმი მოლოდინი გაუმძაფრა.
შეგახსენებთ, რომ Little Mix-მა გასული წლის 16 ნოემბერს მეხუთე სტუდიური ალბომი LM5 გამოუშვა.
